მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საელჩო: ფოთის პორტში 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა

5fe2ec428aefc
ელენე გოგბერაშვილი
23.12.20 11:20
648
საქართველოში ამერიკის სალეჩოს ინფორმაციით, ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ნაწილია.

აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება.

"გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები