მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

6408b4b829452
თელარა გელანტია
08.03.23 20:14
755
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში.
ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა. აღსანიშნია, რომ საქართველოს პარტნიორები, როგორც აშშ, ისე, ევროკავშირი აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - ეწერა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კანოპროექტის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე“ - ეწერა ამავე საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.