მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირ ფრენებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე პროგრესი არის - დეგნანი

კელი დეგნანი

კელი დეგნანმა დღეს გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და ვადებზე ისაუბრა. მისი თქმით, საელჩო ორივე საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობს.

„ორივე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და პროგრესიც არის. პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით კოვიდამდე იყო საუბარი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს ავიაციის ინდუსტრია შეიცვალა და ყველაფრის სულ თავიდან დაწყება მოგვიწია, რომ მოგვეძებნა ისეთი კომპანია, რომელიც რეგულარული ფრენებით იქნებოდა დაინტერესებული. ამ საკითხზე კვლავ ისევ ვმუშაობთ.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენი ადმინისტრაციის ფარგლებში ამ საკითხზე ვმუშაობთ და საუბრებში ამ თემის მნიშვნელობაზე ხაზგასმას განვაგრძობთ. როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაქვს, ეს საქართველოსთვისაც კარგია, ბაზარს სრულად გიხსნის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო ხელშეკრულება შეიქმნას“, - ამბობს კელი დეგნანი და დასძენს, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართული და ამერიკული კომპანიების ერთმანეთთან კავშირს.

გარდა ამისა, ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისთვის ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები