მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო: პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო დიალოგისთვის არის აუცილებელი

5e429d1ca2f0b
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 16:25
1172
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსის საკითხზე მიმდინარე დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. 

ამავდროულად, საელჩო საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებას აღნიშნული დიალოგისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ასახელებს. 

"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები