აშშ-ის საელჩო საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული სოფლის მეურნეობის განვითარების, ვაჭრობის, აგრობიზნესის მართვისა და მარკეტინგის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის გაცვლით პროგრამას აცხადებს.
საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაცვლით პროგრამას შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, "კოჰრანის პროგრამის" ფარგლებში ატარებს.
შერჩეული პირები აშშ-ში 2-კვირიან გადამზადებას გაივლიან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პრიორიტეტული საკითხები კი სურსათის უვნებლობასა და რეგულაციებს შეეხება. ტრენინგები ტენესის უნივერსიტეტში ჩატარდება.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 5 ნოემბერია. სარეგისტრაციო ფორმის გადმოწერა და პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:ge.usembassy.gov/cochran