მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ფიუჩერსები თებერვლის თვესთან შედარებით გაუმჯობესებულია

5edf930a7a072
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.20 20:20
1090
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე Dow Jones-ის ფიუჩერსები 347 მაჩვენებლით დაეცა, რაც დაახლოებით 1.3%-ია, მაგრამ ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია 19 თებერვლის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია MarketWatches-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც MarketWatches აღნიშნავს, თებერვლისთვის Dow Jones-ის ინდექსები თითქმის 7%-ის ფარგლებში იყო შემცირებული. ფიუჩერსების შედარებით გაუმჯობესული მდგომარეობა მაისიდან დაწყებული ეკონომიკური აქტიურობით აიხსნება, მას შემდეგ, რაც აშშ-ში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.

რაც შეეხება S&P 500-ის ინდექსს, ის 35.50 მაჩვენებლით დაეცა, რაც 1.1%-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც S&P-ის ინდექსი თებერვალში 4.5%-ით იყო შემცირებული.

"ამ ეტაპზე, კაპიტალის ბაზარი გვეუბნება, რომ ეკონომიკური გაჯანსაღება ბევრად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობენ", - განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები