მიმდინარე კვირაში აშშ-ის საგარეო ვალმა რეკორდულ, $38 ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. საგულისხმოა, რომ აშშ-ის საგარეო ვალმა $37 ტრილიონს სულ რაღაც 2 თვის წინ, 2025 წლის აგვისტოში მიაღწია. აქვე უნდა ითქვას, რომ პანდემიის შემდგომ ვალის ამ მასშტაბით ზრდა ასეთ მოკლევადიან პერიოდში არ დაფიქსირებულა.
ვალის ზრდის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია თავისი ფისკალური პოლიტიკის დაცვას აგრძელებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, “პირველი 8 თვის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუჯეტის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $350 მილიარდით შეამცირა, რასაც ხარჯების შეკვეცით და შემოსავლების გაზრდით მიაღწია.” მან ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის ამჟამინდელ მიზანს ინფლაციის შემცირება და ტარიფების პოლიტიკის მეშვეობით შემოსავლების ზრდა წარმოადგენს.




























