ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სტარტაპებისთვის პროგრამას აანონსებს.
"გამოცხადდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა სტარტაპებისთვის! თუ გსურთ თქვენი ინოვაციები შემდეგ საფეხურზე აიყვანოთ, მიიღოთ მენტორობა, აშშ-ის საბაზრო გამოცდილება და ღირებული ბიზნეს მოდელის ტრენინგი, GIST Business Incubation თქვენთვისაა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომელთა დამფუძნებელიც 18-დან 40 წლამდე ასაკისაა აპლიკანტისათვის დამატებითი მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 28 თებერვალია, შერჩეული კანდიდატები კი პროგრამას 13 მაისიდან დაიწყებენ.
შერჩეული სტარტაპები მონაწილეობას ვაშინგტონის სამიტში მიიღებენ.
სააპლიკაციო ფორმისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.gistnetwork.org