მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სამხედრო მარაგის შესავსებად Lockheed Martin-მა სახელმწიფოსგან $2.3 მილიარდი მიიღო

Lockheed Martin

სამხედრო ტექნოლოგიებისა და იარაღის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ, ამერიკულმა Lockheed Martin-მა ამერიკის შეერთებული შტატების ამოწურული სამხედრო მარაგის შესავსებად, პენტაგონიდან $2.3-მილიარდიან კონტრაქტის მიიღებს. პარალელურად ამისა, Lockeed Martin-ი და კიდევ ერთი ამერიკული კორპორაცია, RTX Corporation-ი, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, ჯაველინების მარაგის შესავსებად დამატებით $1.4-მილიარდიან დაფინანსებას მიიღებენ.

საერთო ჯამში, აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის სამხედრო მარაგების შესავსებად პენტაგონს $26 მილიარდი გამოუყო, რომლიდანაც, ამ ეტაპზე, უწყებამ მხოლოდ $9.7 მილიარდი აითვისა. ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, პენტაგონმა ქვეყნის სამხედრო შენაერთები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიეროს და შესაბამისად, ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.

როგორც ჩანს, აშშ-ის სამხედრო მარაგის ამოწურვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ უკრაინის ჯარისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარებას უკავშირდება. პირდაპირი სამხედრო დახმარების გარდა, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის კონგრესმა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად ქვეყანას $18.6 მილიარდი გამოუყო. ამ დრომდე, ამერიკულმა კომპანიებმა ამ თანხის ნაწილი უკვე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული Lockheed Martin-ი სამხედრო ტექნოლოგიებისა და იარაღის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $112 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები