მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციებზე ლირა ჯერჯერობით მშვიდად რეაგირებს - handelsblatt

5da5946f89493
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 14:20
746

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს თურქეთის ლირაზე, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია. ბიზნეს-პორტალ handelsblatt-ის ცნობით, შტატების ეკონომიკურ შეზღუდვებზე ლირა მშვიდად რეაგირებს.



სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, თურქული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ 0,6 პროცენტი მატება დააფიქსირა. სტამბოლის წამყვანი საფონდო ბირჟის ინდექსი კი, 1,8%-ით გაიზარდა და 95,621 პუნქტით განისაზღვრა.



შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების გამო, საქართველოს მეზობელ თურქეთს შტატებმა მწვავე სანქციები დაუწესა. ტრამპის განკარგულებით, საბაჟო გადასახადი თურქული პროდუქციისთვის 50%-მდე გაიზრდება, 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულებაზე კი, მოლაპარაკება  გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები