მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[აშშ-ის] სანქციები კონტრპროდუქტიულია - პრემიერი

ირაკლი კობახიძე პარტიის ტრიბუნასთან

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები,“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის დასანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები