მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აშშ-ის სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია” - მედვედევი

დიმიტრი მედვედევი
BM. GE
24.10.25 16:20
748

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის მიერ Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებას “ომის გამოცხადება” უწოდა. მისი თქმით, ახლა “აბსოლუტურად ცხადია”, რომ ამერიკა რუსეთის მტერია და არა - მეგობარი. მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ტრამპმა საბოლოოდ დაიკავა “შეშლილი ევროპის” მხარე და კრემლთან “ომის გზას დაადგა.”

მედვედევის მწვავე რეაქცია ამერიკის მხრიდან სანქციების ახალმა პაკეტმა და პუტინთან დაგეგმილი ვიზიტის განუსაზღვრელი დროით გადადებამ გამოიწვია.

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მან ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი რუსული აგრესიისთვის გაცემულ საკადრის პასუხად შეაფასა. ცნობისთვის, ნავთობის ფასი სანქციების გამოცხადების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და ახლა ერთი ბარელი ბრენტის ფასი, დაახლოებით $66 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები