მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სასამართლომ JetBlue-სა და Spirit Airlines-ის $3.8-მილიარდიანი გარიგება დაბლოკა

JetBlue Spirit

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ამერიკული საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება დაბლოკა, ანუ JetBlue ავიაკომპანია Spirit Airlines-ს $3.8 მილიარდად ვეღარ შეიძენს. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პოზიცია გაიზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ გარიგებით საავიაციო ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდებოდა.

სასამართლოს მოსაზრება, გარკვეულწილად, რეალობას ეფუძნება, რადგან ორი კომპანიის შერწყმის შედეგად, აშშ-ში სიდიდით რიგით მე-5 ავიაკომპანია გაჩნდებოდა. ამ ეტაპზე, აშშ-ის უდიდესი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Air Lines-ი, Southwest Airlines-ი and United Airlines-ი არიან, რომლებიც, ჯამურად, ბაზრის ორ-მესამედზე მეტს აკონტროლებენ. თუ სასამართლო ზემოხსენებულ გარიგებას მწვანე შუქს აუნთებდა, ახლად შექმნილი კომპანია ბაზრის 10%-იან წილს მოიპოვებდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Spirit Airlines-ი ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე ფასების ბალანსირებაში დიდ როლს ასრულებს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, Spirit-ის შესყიდვით დაბალბიუჯეტურ ბიზნესმოდელზე უარს JetBlue-ც იტყოდა, რაც ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო მეტად შეზღუდავდა.

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია კონკურენციის საწინააღმდეგო კანონმდებლობის საფუძვლიან აღსრულებას გეგმავს. “კონკურენციის გარეშე, კაპიტალიზმი - ექსპლუატაციაა და არა კაპიტალიზმი”, - დაწერა ჯო ბაიდენმა X-ზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამარჯვებაა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც უფრო დიდი არჩევანი და უფრო დაბალი ფასები სურთ.

Spirit-ის აქციონერები, როგორც ჩანს, $3.8-მილიარდიანი გარიგების ჩაშლას, უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 47%-ით შემცირდა. საპირწონედ ამისა, JetBlue-ს აქციების ღირებულებამ 5%-ით იმატა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები