მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში TikTok-ის გამოყენება აიკრძალა

63a9a2ff2ae2d
გიორგი თოლორდავა
26.12.22 17:59
570
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებულ $1.7-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტში ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება სრულად აიკრძალა.

შეზღუდვა მოიცავს იმ კომპიუტერებს, სმარტფონებსა და პლანშეტებსაც, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები სამსახურს გარეთაც იყენებენ და უშუალოდ სამსახურშიც.

კანონმდებლების შეფასებით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული აპლიკაცია ჩინეთის დაზვერვის მიერ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე სათვალთვალოდ და შპიონაჟისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ჩინური კანონმდებლობა, რომელიც უკლებლივ ყველა ჩინურ კომპანიას, მათ შორის, ByteDance-ს ავალდებულებს - მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტებების გარეშე გადასცეს მომხმარებლის პირადი მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ამ კანონის გვერდის ავლის მექანიზმი კი ჩინურ კომპანიებს არ აქვთ, შესაბამისად, შპიონაჟის საფრთხის აღმოფხვრის გზა აპლიკაციის აკრძალვის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ TikTok-ის აკრძალვის რეალური მიზანი ამერიკული სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) ხელშეწყობაა, რაც კომპანია Meta-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქტიური ლობირებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები