მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირა

ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს. სენატში პროექტის კენჭისყრას თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა.

როგორც Politico წერს, პროცედურულმა კენჭისყრამ (86 ხმა 12-ის წინააღმდეგ) აჩვენა, რომ კვირის ბოლოს მას საბოლოოდ მიიღებს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა. კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ კაპიტოლიუმში სენატორებს სიტყვით მიმართა.

გადაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.

ამას გარდა, კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს, ასევე მათზე, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, მას შემდეგ, რაც მასში ცვლილებები შევიდა და ირანიც დაემატა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანონპროექტში ცვლილებამ დემოკრატებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ დათანხმდნენ ამ ცვლილებას. პროცედურის მიხედვით, პროექტი უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამაც, ორივე პალატის მიერ მიღების შემთხვევაში კი, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები