მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა მთავრობის "შათდაუნის" დასრულების მიზნით საბოლოო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ

აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად საბოლოო კანონპროექტი მიიღო, რომელიც წარმომადგენელთა პალატას დასამტკიცებლად გადაეგზავნა.

კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს 60 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 40. მიღწეული შეთანხმება ფედერალური მთავრობის დაფინანსებას იანვრის ბოლომდე უზრუნველყოფს და მას შემდეგ შედგა, რაც რესპუბლიკელებსა და რამდენიმე დემოკრატ სენატორს შორის კომპრომისული შეთანხმება შედგა ფედერალური თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებისა და აუცილებელი სერვისების აღდგენის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების ნაწილმა მხარი დაუჭირა მთავრობის დაფინანსებას, მათი მოთხოვნები, რომლებიც ჯანდაცვის გადასახადების სუბსიდირებას ეხებოდა, საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული არ არის.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა სავარაუდოდ 12 ნოემბერს გაიმართება. დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ ოფიციალურად დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები