ორშაბათს, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნად.
სენატმა რუბიოს მხარი 99 ხმით დაუჭირა 0-ის წინააღმდეგ, რის შედეგადაც, რუბიო გახდა ტრამპის კაბინეტის პირველი კანდიდატი, რომელიც სენატმა დაამტკიცა, პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
53 წლის რუბიო ჩინეთის მკაცრი კრიტიკოსი და ისრაელის მხარდამჭერია.
რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და შესაბამისი შეთანხმების მიღწევა უნდა მოიცავდეს დათმობებს როგორც მოსკოვის, ასევე კიევისგან.