აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა, შესაძლოა, კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრის ნაწილი იყოს.
ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას აღნიშნა.
როგორც რუბიომ განაცხადა, რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ „დათმობები", რათა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონალდ ტრამპის ერთგვარი დანაპირებია. მისივე განცხადებით, გამორიცხულია, რომ "რუსეთმა მთელი უკრაინა დაიკავოს", თუმცა რუბიოს თქმით, ასევე უკრაინაც ვერ შეძლებ ყველა თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებას.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან მალევე, უკრაინაში ომის დასრულების პირობა დადო, კიევში გაჩნდა შიში, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ტრამპისეული გეგმა, შესაძლოა, უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების დათმობას მოიაზრებდეს.




























