მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა ვაჭრობის მდივნად ჰოვარდ ლუტნიკი დაამტკიცა

ჰოვარდ ლუტნიკი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული კანდიდატების დამტკიცებას აგრძელებს. ამჯერად, საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა მილიარდერ ჰოვარდ ლუტნიკს, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნად დაინიშნა. ამიერიდან, სწორედ ამ ადამიანს მოუწევს აღასრულოს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სწორედ ვაჭრობაზე და მასთან დაკავშირებულ ტარიფებზე, საგადასახადო ბარიერებზე და, ზოგადად, ე.წ. სავაჭრო ომზე იქნება დამოკიდებული.

ოვარდ ლუტნიკი დიდი ამერიკული ჰეჯფონდის, Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორია, ხოლო თავად ეს ფონდი რამდენიმე მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს. გლობალურ ბიზნესში და ინვესტიციებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის გარდა, ჰოვარდ ლუტნიკი ცნობილი ფილანტროპიცაა, მაგრამ მთავარი უნარი, რომელმაც ჰოვარდ ლუტნიკს ვაჭრობის მდივნის თანამდებობა მოუტანა — კრიზისული მენეჯმენტია. ვაჭრობის მდივნის ამპლუაში ლუტნიკი, უმეტესწილად, სავაჭრო ტარიფებზე და ტექნოლოგიურ სანქციებზე იმუშავებს. ლუტკინი საკმაოდ მდიდარი ადამიანია და $1.5-მილიარდიან ქონებას ფლობს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნად დონალდ ტრამპმა ის ადამიანი წარადგინა, რომელიც, ბოლო წლებში, მის მაჯვენა ხელად იქცა. გლობალურ ბიზნესში და ინვესტიციებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის გარდა, ჰოვარდ ლუტნიკი ცნობილი ფილანტროპიცაა. 2001 წლის 9 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს, Cantor Fitzgerald-ის სათავო ოფისი სწორედ იმ ცათამბჯენში იყო, რომელზედაც იერიში მიიტანეს, რასაც კომპანიის 658 თანამშრომელი ემსხვერპლა. მას შემდეგ, ლუტნიკმა საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელმაც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების კომპენსირებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები