აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზეა მითითებული.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად სწორედ ორპარტიული სასანქციო კანონპროექტი - "ქართველი ხალხის აქტი" შედის.
შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა სენატში 23 მაისს წარადგინეს. ის მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "რუსული კანონის" მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე.