მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის შემდეგ "ვირუკელას“ საპნის ექსპორტი ჩინეთში იგეგმება

61854a56b675d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.21 11:40
2345
ვირის რძისგან კოსმეტიკური პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, აშშ-ს შემდეგ, „ვირუკელას“ საპნის ექსპორტზე გატანას ჩინეთში გეგმავს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანია „სახედარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე აცხადებს, ახალი ბაზრიდან მოთხოვნა გაჩნდა და სატესტო პარტიაც უკვე გაიგზავნა.

„ჩინეთიდან გვაქვს შემოთავაზება - ვირის რძისგან დამზადებული საპნის ნიმუშები უკვე გატანილია და ველით პასუხს. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესება იქნება, მაშინ ჩინეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი გახდება. დათქმაა, რომ მოწონების შემთხვევაში, ყოველთვიურად 1000 ცალ საპონს შეგვიკვეთავენ. პასუხი, დაახლოებით, 1 კვირაში გვექნება“, - ამბობს ვირის რძის საპნის ქართული წარმოების ხელმძღვანელი.

„სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა ვირის რძის ფხვნილისა და რძისგან ნაწარმოები კოსმეტიკური პროდუქტების - ტუჩსაცხის, სახის საცხისა და საპნის რეალიზებას აშშ-შიც ახორციელებს. დღეისთვის ადგილობრივ წარმოება 5 სახეობის 200-300 ცალი საპნის წარმოების რესურსი აქვს, თუმცა თემურ ლომიძე აღნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში წარმადობა გაიზრდება. აღსანიშნია ისიც, რომ „ვირუკელას“ საპონი, დაახლოებით, 10 დღეში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე Ebay-ზეც გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები