მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის შემოსავლების სამსახური Microsoft-ს $28.9 მილიარდის გადასახადების გადაუხდელობას ედავება

Microsoft

ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურმა Microsoft-ს $28.9 მილიარდის სახელმწიფო გადასახადების გადაუხდელობაში ედავება, რაც ამ ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დავას წარმოადგენს ქვეყნის ისტორიაში. როგორც ირკვევა, საუბარია 2004-დან 2013 წლამდე პერიოდზე, ხოლო თანხა, რომელსაც შემოსავლების სამსახური კომპანიას ედავება მოიაზრებს, როგორც უშუალოდ სახელმწიფო გადასახადს, ასევე მასზე დარიცხულ პროცენტსა და საურავს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად თავად Microsoft-მა გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური უწყება კომპანიას საგადასახადო დაგეგმარების პრაქტიკას უწუნებს. ამ ტაქტიკას ბევრი საერთაშორისო კომპანია იყენებს და ის პროდუქტების სხვადასხვა რეგიონში ისეთნაირად გადანაწილებას გულისხმობს, რაც კომპანიას მიღებულ მოგებაზე ნაკლები სახელმწიფო გადასახადის გადახდის საშუალებას მისცემს. როგორც Microsoft-ის განცხადებიდან ვიგებთ, ამ შემთხვევაში საუბარია კომპანიის მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფის სინგაპურის, დუბლინისა და პუერტო-რიკოს რეგიონულ ცენტრებზე გადანაწილებაზე, რასაც Microsoft-ი არ ეთანხმება.

Microsoft-მა ბოლო წლებში თვითნებურად განხორციელებული ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბოლო წლებში, კომპანია აქტიურად იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებულ შეღავათებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაბრუნება იყო. 2021 წლის მეორე-მესამე კვარტალში, მაგალითად, პუერტო-რიკოში რეგისტრირებული გარკვეული ინტელექტუალური საკუთრება Microsoft-მა შტატებში გადაიტანა, რითაც $3.3-მილიარდიანი საგადასახადო შეღავათი მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ერთ-ერთი კანონით იყო გათვალისწინებული.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.