მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოსთვის $132 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს

63a1b6800713d
გიორგი თოლორდავა
20.12.22 17:23
1200
ამერიკის შეერთებული შტატების 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებს 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იკრძალება აშშ-ის ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებენ ან მათთან გარკვეული სახის დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებენ.

საერთო ჯამში, 2023 წლის ბიუჯეტი თავდაცვაზე 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ბიუჯეტის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომითა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები