მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კუბას ხელისუფლება გააფრთხილა - რას აცხადებს ჰეგსეტი?

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას კუბის ხელისუფლება ამერიკისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების შესყიდვის გამო გააფრთხილა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განმარტა, რომ ოფიციალური ჰავანას მიერ აშშ-ზე თავდასხმის პოტენციალის მქონე იარაღზე წვდომის მოპოვების გამო, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს.

განმარტებისთვის, მედიასაშუალება Axios-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუბამ რუსეთისა და ირანისგან 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა. დრონები, რომელთა გამოყენებითაც კუბას ხელისუფლებას გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე, ამერიკულ ხომალდებსა და ფლორიდის შტატზე შეტევა შეუძლია.

ჰეგსეტის მუქარას უკვე უპასუხეს ოფიციალურ ჰავანაში. კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს მათ ირანის ან რუსეთისაგან ფართო რადიუსზე მოქმედი დრონები მიიღეს. მინისტრმა ვაშინგტონი ახალი კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კუბას თავად ომი არ სურს.

შეგახსენებთ, ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონმა კუბაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მვკეთრად გაზარდა. კუნძულს მკაცრი სანქციები და ნავთობის ბლოკადა აქვს დაწესებული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ვენესუელას შემდეგ აშშ-ის სამიზნე შესაძლოა სწორედ კუბას ხელისუფლება გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები