მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანში ჩავიდა

ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.

ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მყოფი პირის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. დელეგაციასთან ერთად ერევანში იმყოფება სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯეი დი ვენსისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. ხვალ ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება.

ჯეი დი ვენსის რეგიონული ვიზიტი 24 თებერვალს დააანონსა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი განცხადებით, ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ძალისხმევის გაძლიერება და „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ინიციატივის წინ წაწევა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს - ვენსი ბაქოსა და ერევანს ეწვევა, თბილისი გეგმაში არაა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები