მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ხაზინადარი, ჯანეტ იელენი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლიუ ჰეს შეხვდება

63c5630edc8ec
გიორგი არონია
16.01.23 18:49
703
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი, ჯანეტ იელენი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლიუ ჰეს შვეიცარიაში შეხვდება, სადაც ამერიკელი აფრიკაში გამგზავრებამდე დარჩება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მაღალი რანგის შეხვედრაზე, ამერიკელი და ჩინელი მაღალჩინოსნები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას განიხილავენ, რომელიც, ბოლო დროს დაწესებული ტექნოლოგიური ემბარგოს, არასახარბიელო სავაჭრო პოლიტიკისა და ტაივანის საკითხის გამო, მეტად დაძაბულია.

აღსანიშნავია, რომ იელენის აფრიკული ტურნე შემთხვევითი არ არის - მოგზაურობის დროს, ის ჩინეთის მიერ კონტინენტზე დამყარებული გავლენის განეიტრალებას შეეცდება. ლიუ ჰენი, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობას მარტში დატოვებს, სი ძინპინის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც შვეიცარიას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე დასასწრებად ეწვია.

ამერიკელ და ჩინელ მაღალჩინოსნებთან შორის ასეთი შეხვედრა იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. მოგვიანებით, გასული წლის ნოემბერში, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის კომუნიკაცია აღდგებოდა. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, რადგან მომავალ თვეს, აშშ-ის ხაზინადარი ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, მაგრამ ვის შეხვდება ის ჩინეთის განახლებული მთავრობიდან, ჯერჯერობით, უცნობია. აღსანიშნავია, რომ იელენამდე, აზიურ ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები