მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები "სადახლოს“ საბაჟოზე იმყოფებოდნენ

649d8ba97a140
BM.GE
29.06.23 17:45
568
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს, სანქციების კოორდინატორის სპეციალურ თანაშემწეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დირექტორს, კუმარ აიერს, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს "სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სანქციების თავის არიდებაზე ფოკუსირებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების მიმართ.

სამუშაო შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია საბაჟო ფორმალობებისა და რისკის პროფილების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების/ კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ასევე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან/კომპანიებიდან მომავალი სანქცირებული საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები).

დელეგაციის წევრები, ასევე გაეცნენ საბაჟო-სასაზღვრო ინფრასტრუქტურას და ტვირთების დათვალიერებისთვის განკუთვნილ რენტგენო ინსპექტირების სისტემას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები