მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ, იტალია, რუსეთი... - რომელი ქვეყნებიდან გამოგზავნეს ივლისში ყველაზე მეტი თანხა?

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივლისში აშშ-დან 21.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 60.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ქვეყნების რეიტინგში აშშ პირველ პოზიციაზეა.

რაც შეეხება რუსეთს, მართალია კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები და ივლისში წლიურად 0.5%-ით შემცირდა, თუმცა ის 45.3 მლნ აშშ დოლარით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია.

ფულადი გზავნილები ივლისში - ტოპ 10 ქვეყანა:

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $60.93 მილიონი; 21.05%
2 იტალია $55.72 მილიონი; 13.99%
3 რუსეთის ფედერაცია $45.25 მილიონი; -0.47%
4 გერმანია $29.24 მილიონი; 18.38%
5 საბერძნეთი $26,09 მილიონი; 12.41%
6 ისრაელი $24.07 მილიონი; 11%
7 ყირგიზეთი $11.29 მილიონი; 44.05%
8 თურქეთი $10.03 მილიონი; 9.42%
9 ესპანეთი $10.02 მილიონი; 42.18%
10 ყაზახეთი $8.66 მილიონი; -17.66%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები