აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას "ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ რიტორიკასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
მილერი ანტიდემოკრატიული რიტორიკის ერთ-ერთ მაგალითად ოპოზიციის არაკანონიერად ცნობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ასახელებს.
მილერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
"აშშ კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული რიტორიკითა და ქმედებებით. კიდევ ერთი ასეთი მაგალითია განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად გამოცხადების გეგმებს ეხება.
როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსების დემონიზება და წინააღმდეგობის სივრცის შემცირება, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას",- ამბობს მილერი, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით.
NEW!!! "The United States continues to be deeply troubled by the increasingly anti-democratic rhetoric and actions of the ruling Georgia Dream party. Statements announcing plans to outlaw the opposition are another such example," a State Dept spokesperson tells me
— Alex Raufoglu (@ralakbar) August 24, 2024
1/3 pic.twitter.com/CHbtWaIL8g