მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ 50-ზე მეტ გემს სანქციები დაუწესა - დეტალები

სს

"აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა იმ ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს," - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ახალი სანქციები ეხება 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე 50-ზე მეტ გემს, რომლებიც შედიან ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის შვილის, მოჰამად შამხანის კონტროლირებულ ქსელში.

როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ახდენს.

ამასთან, სახდეპი წერს, რომ ჰოსეინ შამხანის მიერ მართული ქსელი აკონტროლებს ირანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის შემოსავლები მიემართება მის ოჯახსა და ირანის რეჟიმთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები