მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ COP28-ზე მწვანე კლიმატის ფონდში $3 მლრდ-ის ჩადების პირობა დადო

აშშ

დუბაიში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “მწვანე კლიმატის ფონდში” $3 მილიარდს ჩადებს.

აღნიშნული ფონდი, რომლის დაფინანსებაც $20 მილიარდს მიაღწევს, ყველაზე დიდი საერთაშორისო წამოწყებაა, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პროექტებს განვითარებად ქვეყნებში დააფინანსებს.

Reuters-ის ცნობით ფონდში აშშ-ის დაპირება ქვეყნის მიერ გამოყოფილ სახსრებს $5 მილიარდამდე გაზრდის, რადგან ფონდში $2 მილიარდი გასულ წლებში ჩაიდო. თუმცა წყაროები იმასაც აღნიშნავენ, რომ დაფინანსება აშშ-ის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და, პირველ რიგში, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

გაეროს ინფორმაციით, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად $250 მილიარდიანი დაფინანსებაა საჭირო იმისათვის, რომ 2030 წლის კლიმატს ქვეყნები მომზადებული შეხვდნენ - ეს როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირებას, ასევე მწვანე ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები