აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ ბაზასა და სანქციების აცილების ხელშემწყობებს მიემართება.
10 იანვრის რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის 250-ზე მეტ დამხმარე ამოიღო მიზანში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის უნარს, აწარმოოს ომი და ხელს შეუშლის სანქციების თავიდან აცილებას. ამ მიზნით, სანქციები შეეხო 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში და მხარს უჭერენ მის სამხედრო ინდუსტრიულ ბაზას.
ვაშინგტონის ახალი სანქციები ეხება მათ შორის რუსულ ბანკებსა და კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.
ბლინკენის თანახმად, ის მოიცავს ათობით კომპანიას რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციებისგან თავის არიდებას, განსაკუთრებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც რჩება რუსეთისთვის კრიტიკული თავდაცვასთან დაკავშირებული საქონლის უმსხვილეს მიმწოდებლად. ასევე, მიემართება სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია როსტომის შვილობილი კომპანიებს.
ვაშინგტონმა ასევე მიიღო ზომები სანქციების თავიდან აცილების სქემის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა რუსეთს, ჩინეთს და ყირგიზეთში დაფუძნებულ ფინანსურ ინსტიტუტს, Keremet Bank-ს შორის.




























