მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მ ტექნოლოგიურ სექტორში დიდ ბრიტანეთთან დადებული შეთანხმება შეაჩერა

დიდი ბრიტანეთი და აშშ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან დადებული ის შეთანხმება შეაჩერა, რომელიც ტექნოლოგიურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ცნობისთვის, ხელშეკრულებას ხელი სულ რაღაც 3 თვის, წინ სექტემბერში მოეწერა და მიზნად ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას მოიცავდა.

The Financial Times-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება თეთრ სახლში გასულ კვირას, მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა განცდა, რომ დიდი ბრიტანეთი სავაჭრო კანონმდებლობის შემსუბუქებისაგან და ამერიკის მოთხოვნების გათვალისწინებისაგან თავს იკავებდა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ საქმე არ ეხება ტექნოლოგიურ სექტორს და საუბარია იმ რეგულაციებზე, რომლებიც ამერიკული საკვები თუ ინდუსტრიული პროდუქციის ბრიტანეთში შესვლას პრობლემას უქმნის.

ანალიტიკოსების შეფასებით, “ტექნოლოგიური კეთილდღეობის შეთანხმების” შეჩერება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე გავლენას მოკლევადიან პერიოდში არ იქონიებს და ის, მეტწილად, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იქნება, თუმცა თუ დიდი ბრიტანეთი საპასუხო ზომებს არ მიიღებს, პარტნიორობის გაღრმავების კუთხით დაანონსებულ პროექტებს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ეს კი დააზიანებს როგორც შტატების, ისე დიდი ბრიტანეთის ინტერესებს ტექნოლოგიურ სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები