მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მ უკრაინას ERAM-ის ტიპის რაკეტების ყიდვის უფლება მისცა

რაკეტა
BM. GE
24.08.25 14:57
1372

ამერიკის მთავრობამ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ERAM-ის ტიპის 3,550 რაკეტის ყიდვის უფლება მისცა. ხარჯებს საკუთარ თავზე მთლიანად ევროპული ქვეყნები აიღებენ. ამ შემთხვევაში, საუბარია თითქმის $1 მილიარდის შეიარაღებაზე.

არსებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე ახალ რაკეტებს ექვს კვირაში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ნებართვის გაცემას პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრამდე თავს არიდებდა. სავარაუდოდ, ამ ნაბიჯით პრეზიდენტი რუსულ მხარეზე ზეწოლას ცდილობს.

რაც შეეხება თავად შეძენილ იარაღს, ERAM-ი შორ დისტანციაზე მოქმედ რაკეტად ითვლება. ის 241-დან 450-მდე კილომეტრს ფარავს. რაკეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, პენტაგონმა შემოწმების მექანიზმი დანერგა. საქმე ის არის, რომ უკრაინა აშშ-ის თავდაცვის სამდივნოს ნებართვის გარეშე ამერიკულ იარაღს რუსეთის სიღრმეში ვეღარ გამოიყენებს. ამ ნაბიჯით ტრამპის გუნდი ვითარების ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები