მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დროა ომი დავასრულოთ" - ზელენსკი გერმანიის კანცლერს ესაუბრა

ვოლოდიმერ ზელენსკი
BM. GE
07.08.25 17:13
533

უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო ზარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს.

“გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე. ომის დასრულების აუცილებლობას ორივენი ვხედავთ, თუმცა ამან ქვეყანას ღირსეული მშვიდობა უნდა მოუტანოს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მერცთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ბედი ახლა უკრაინაზეა დამოკიდებული და ის, თუ როგორ დასრულდება ომი, განსაზღვრავს ევროპის მომავალსაც.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ და ინიციატივას მიესალმნენ და პროცესში ჩართვის მზადყოფნაც გამოხატეს.

“უკრაინას არავითარი შეხვედრის არ ეშინია და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს გაბედულ ნაბიჯს რუსული მხარეც გადმოდგავს - დროა, ომი დავასრულოთ!” - აღნიშნა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები