ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, შვეიცარიაში მიმდინარე “უკრაინის მშვიდობის სამიტზე” უკრაინისთვის $1.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისი განმარტებით, ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
ჰარისის განმარტებით, ენერგოსექტორისთვის ახალ პაკეტში $500 მილიონია გათვალისწინებული, რაც ემატება მანამდე დაანონსებული $324 მილიონიან ფინანსურ პაკეტს.
“ეს თანხმა მოხმარდება ომში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და ენერგოინფრასტრუქტურის დაცვას. ჩვენი მცდელობა დაეხმარება უკრაინას, უპასუხოს რუსეთის ბოლოდროინდელ დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, რასაც ამ ინფრასტრუქტურის სწრაფი შეკეთება-აღდგენით შეძლებას. უკრაინის მდგრადობა ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შეფერხებისას გაიზრდბება და მიის ენერგოსისტემის გასაფართოებლად შესაბამისი საფუძველი ჩაიყრება”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჰარისმა დააანონსა დამატებით $300 მილიონიანი დახმარება აშშ-ის კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც უკრაინის სასაზღვრო დაცვის აღჭურვილობას უნდა მოხმარდეს.