მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების ლათინურ ამერიკაში დეპორტაცია დაიწყო

აშშ

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები, გაძევებული მიგრანტებით, პარასკევს გვატემალაში ჩავიდა. სამ რეისზე 265 გვატემალელი იმყოფებოდა.

ამასთან, ვაშინგტონმა დეპორტაციის მიზნით ასევე გაგზავნა ოთხი რეისი მექსიკაში ხუთშაბათს, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა X-ზე დაწერა. თუმცა, მექსიკის მთავრობას არ დაუდასტურებია არც მათი ჩაფრენა და არც რაიმე შეთანხმება დეპორტირებული ადამიანებით თვითმფრინავების კონკრეტული რაოდენობის მიღებაზე. მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს ვაშინგტონთან თავისი მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე.

ფრენები მას შემდეგ შესრულდა, რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი დააკავა, ასობით მათგანი კი სამხედრო თვითმფრინავით იყო დეპორტირებული. ამასთან, დასძინა, რომ "ისტორიაში ყველაზე მასიური დეპორტაციის ოპერაცია კარგად მიმდინარეობს".

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 538 არალეგალური ემიგრანტი დააკავეს ხუთშაბათს, რასაც მოჰყვა კიდევ 593 პარასკევს.

მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას დონალდ ტრამპმა ხელი თეთრი სახლის გადაბარების პირველივე დღეს მოაწერა. მან მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვრის დაცვის მიზნით ადგილზე სამხედროები გაგზავნა.

ამასთან, ტრამპმა თავშესაფრის მაძიებლებზე ზოგადი აკრძალვა გამოსცა და აშშ-ში დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებისთვის ნაბიჯები გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები