მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა Belavia-ზე და ლუკაშენკოს თვითმფრინავზე მოქმედი სანქციები შეამსუბუქა

ბელავია

აშშ-ის ხაზინამ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ განაცხადა. სანქციები მოეხსნა ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia-ს. ამას გარდა, ტრანზაქციების უფლება მიეცა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო თვითმფრინავსაც.

ეს აშშ-ის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკაა, რომლის თავდაპირველი მიზეზი ბელორუსის ავტოკრატი ლიდერის სანქცირება და ქვეყნის იზოლაცია იყო. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სექტემბერში ბელარუსში ტრამპის მოწოდების საფუძველზე 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. სანაცვლოდ მინსკმა მიიღო დაპირება, რომ Belavia-ს სანქციები მოეხსნებოდა და შეძლებდა ამერიკული კომპანიებისგან ფლოტისთვის საჭირო ნაწილები და სერვისი მიეღო.

ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 4 ნოემბერს ოფიციალურად მოხსნა სანქციები Belavia-ზე და ავიაკომპანიის ერთ-ერთ თვითმფრინავზე, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის პირებისა და ლუკაშენკოს ოჯახის წევრების მიერ გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები