მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა და ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს - გაეროში ირანის ელჩი

ნათანზის ბირთვული სადგური

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ირანის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა.

დიპლომატის თქმით, დარტყმები ირანის „მშვიდობიან და დაცულ“ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე კვირას განხორციელდა. აღნიშნული განცხადება ნაჯაფიმ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IAEA-ს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ირანული მხარის განცხადებას ჯერჯერობით არ ადასტურებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გროსიმ აღნიშნა, რომ სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით, ირანის ბირთვული ობიექტების დაზიანების ან მათზე თავდასხმის ნიშნები არ იკვეთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები