მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

5e5a80c22295d
შოთა ტყეშელაშვილი
29.02.20 19:05
1274
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთში მოქმედმა სამხედრო დაჯგუფება თალიბანმა კატარის დედაქალაქ დოჰაში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

გამართულ ღონისძიებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ესწრებოდა.

ხელშეკრულება, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ჯარმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს.

მხარეთა შორის მოლაპარაკებები ბოლო ორი წლის განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობდა. აშშ-ის მხრიდან გარიგებას ხელი ავღანეთის, ინდოეთისა და პაკისტანის სპეცწარმომადგენელმა დალმაი ხალილზადმა მოაწერა. 

დოკუმენტის თანახმად, „თალიბანი“ პასუხისმგებლობას იღებს, რომ არ დაუშვან „ალ-ქაიდას“ და სხვა რომელიმე ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები