მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მმართველი პარტიისთვის უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ჯეიმს ო'ბრაიენი

ჯეიმს ო'ბრაიენი

საქართველოს მმართველი პარტიისთვის უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მა "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ ნახავს.

"[სანქციების საკითხს] განვიხილავთ, მაგრამ საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა. არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ", - განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები