მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალიბანის წარმომადგენლები ბაქოში, გაეროს კლიმატის კონფერენციას ესწრებიან

33

თალიბანის წარმომადგენლები ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას (COP29) ესწრებიან. Associated Press-ი წერს, რომ ავღანეთმა აზერბაიჯანში დელეგაცია 11 ნოემბერს გაგზავნა.

ავღანეთი პირველად ესწრება გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა.

მატუილ ჰაკ ხალისმა, რომელიც ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელია, განუცხადა Associated Press-ს, რომ ავღანეთს სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა ექსტრემალურ ამინდთან გამკლავებისთვის, როგორიცაა არასტაბილური ნალექი, გახანგრძლივებული გვალვები და წყალდიდობები.

აღსანიშნავია, რომ გაერომ არ მისცა თალიბებს უფლება დაიკავონ ავღანეთის ადგილი გენერალურ ასამბლეაზე და ავღანეთის მთავრობა არ არის ლეგიტიმურად აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, ძირითადად თალიბანის მიერ ქალთა განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ კონფერენციაში სრულყოფილ მონაწილეობას.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ COP29-ის მასპინძელმა აზერბაიჯანმა მიიწვია ავღანეთის გარემოსდაცვითი სააგენტოს ოფიციალური პირები კონფერენციაზე დამკვირვებლებად, რაც მათ საშუალებას მისცემს "პოტენციურად მიიღონ მონაწილეობა პერიფერიულ დისკუსიებში და გამართონ ორმხრივი შეხვედრები".

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას (COP29) მასპინძლობს. სამიტი ოფიციალურად 11 ნოემბერს გაიხსნა და 22 ნოემბერს დასრულდება.

რას განიხილავენ და ვინ ესწრება კლიმატის კონფერენციას ბაქოში? - ყველაფერი COP29-ზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები