მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა იემენში “ჰუსიტებზე” დამატებითი საჰაერო თავდასხმა მიიტნა - Reuters

ჰუსიტები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში, ჰუსიტთა დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიში კიდევ ერთხელ განახორციელა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ წითელ ზღვაში სატვირთო გადაზიდვებს დაიცავდა - წერს Reuters.

აღნიშნული თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერთი დღით ადრე, ირანული დაჯგუფებების დაწესებულებებზე საჰაერო იერიში ამერიკისა და ბრიტანეთის ათობით სამხედრო ჯგუფმა მიიტანა.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ის საშუალებით განმარტავს, განხორციელებული შეტევის მიზანს „ჰუსიტების“ სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სატვირთო გემებზე თავდასხმები გახშირდა.

წითელი ზღვის კრიზისის გამო გლობალური ვაჭრობა 1.3%-ით შემცირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები