აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ახალი სადამსჯელო სანქციები ირანულ ლითონებს შეეხო. კერძოდ, შეზღუდვები ამოქმედდება ირანულ ფოლადზე, ალუმინზე, რკინასა და სპილენძზე, ასევე სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის მშენებლობაზე, წარმოებაზე, ტექსტილსა და სამთო-მოპოვებით სფეროზე. შეზღუდვები დაუწესდათ ირანელ მაღალჩინოსნებსაც.
„ეს დიდ გავლენას იქონიებს ირანის ეკონომიკაზე. ეს სადამსჯელო ეკონომიკური სანქციები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ირანის რეჟიმი ქცევას არ შეიცვლის“, - განცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ახალი სანქციების დაწესება ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიშის გამო გადაწყვიტა.