ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიღმა ამერიკის შეერთებული შტატები დგას, რომლის ჩართულობის, ნებართვისა და დახმარების გარეშე, ისრაელი ასეთ სარისკო ოპერაციას არ დაიწყებდა.
აღნიშნულ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის ქმედებებთან და ოფიციალური ვაშინგტონის ერთადერთი ამოცანა რეგიონში წარმოდგენილი ამერიკელი სამხედროების დაცვაა.
თავად ისრაელი სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის ჩართულობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე სრულ პასუხისმგებლობას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა იღებს.




























