მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა NCDC-ის $300,000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

6198a4f310dc1
BM.GE
20.11.21 11:31
740
აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, USAID-მა საქართველოს $310,000-ის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა, რასაც ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებს:

"პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:

2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20),"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები