მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა NVIDIA-სა და AMD-ს ჩინეთისა და რუსეთისთვის ჩიპების მიწოდება აუკრძალა

63105e5a1bc1d
გიორგი თოლორდავა
01.09.22 20:00
2146
გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ორ უმსხვილეს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციისთვის მაღალტექნოლოგიური ჩიპებისა და პროცესორების მიწოდება აუკრძალა.

სავაჭრო დეპარტამენტის შეფასებით, აღნიშნული ტიპის ტექნოლოგიის ექსპორტი შეიცავს გეოპოლიტიკურ რისკებს, რადგან ის, შესაძლოა, ჩინეთისა და რუსეთის მიერ მაღალტექნოლოგიური იარაღისა და, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (A.I.) შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.

საგულისხმოა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გრძელვადიან სტრატეგიულ დოკუმენტში ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერები უმაღლესი პოტენციური რისკის მქონე ტექნოლოგიებადაა მოხსენიებული, შესაბამისად, ამ ტიპის ტექნოლოგიის კონტროლი აშშ-ის მთავრობისთვის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

Nvidia-ს წარმომადგენლობის შეფასებით, მხოლოდ ჩინეთში პროცესორებისა და ჩიპების ექსპორტის შეზღუდვით კომპანია თითქმის 400 მილიონი დოლარის შემოსავალს დაკარგავს, რაც, ცხადია, ნეგატიურად აისახება ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალურ შედეგებზე.

მთავრობის მიერ მკაცრის შეზღუდვის დაწესების სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Nvidia-ს აქციების ღირებულება 6.6%-ით დაეცა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 377 მილიარდ დოლარამდე შემცირდა; რაც შეეხება Advanced Micro Devices-ს, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 3.7%-ით შემცირდა, AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $137 მილიარდს შეადგენს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Nvidia და AMD.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები