აშშ-ს სახელმწიფო ხაზინასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
სანქცირებულ პირებს შორისაა ცენტრალური და მუნიციპალური მთავრობის მაღალჩინოსნები, დეპუტატები, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები და ა.შ.ადამიანები, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზეა პასუხისმგებელი.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობისთვის.
ასევე, სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის.
მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესლიდერები პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე“, - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა.
რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?