მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა ტაილანდის გავლით ჩინეთში Nvidia-ს ჩიპების კონტრაბანდის სქემა გამოავლინა

Nvidia H200

ამერიკელი სამართალდამცავები ტაილანდურ კომპანიას ჩინეთისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების Nvidia-ს ჩიპების უკანონო მიწოდებაში ადანაშაულებენ. Bloomberg News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სქემაში მონაწილეობდა ტაილანდური OBON Corp-ი, რომელიც Super Micro-ს სერვერებს ყიდულობდა. არსებული მონაცემებით, ჩინეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდების მიზნით შექმნილი სქემის ერთ-ერთი საბოლოო შემსყიდველი Alibaba იყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Super Micro-ს დამფუძნებელსა და მენეჯერებს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ამერიკული სერვერები თავდაპირველად ტაივანში, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იგზავნებოდა. იქ მოწყობილობებს სპეციალურ მარკირებას აცილებდნენ და ჩინეთში კონტრაბანდული გზით შეჰქონდათ. საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის გაზაფხულამდე სულ მცირე $2.5 მილიარდის ღირებულების ტექნოლოგია კონტრაბანდულად გადაიტვირთა.

Alibaba-ში Super Micro-სთან ან OBON-თან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს აკრძალული ჩიპები არასდროს გამოუყენებიათ. თავის მხრივ, Super Micro-ს აქციონერებმა კომპანიას სასამართლოში უჩივლეს და მას დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვაში ბრალი დასდეს.

ცნობისთვის, აშშ-მა ჩინეთში მაღალი წარმადობის ჩიპების ექსპორტი 2022 წელს აკრძალა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ პეკინმა ეს ტექნოლოგიები შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები