2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტმა 2 მილიარდ 732 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.6%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მთავარი საიმპორტო ქვეყანა საქართველოსთვის აშშ-ია, რომელმაც თურქეთი გასული თვიდან ნახატების და ქანდაკებების დიდი მოცულობით იმპორტის გავლენით ჩაანაცვლა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში აშშ-დან 227.9 მლნ დოლარის სურათების, ნახატების და პასტელების, ხოლო 30 მლნ აშშ დოლარის ქანდაკებების იმპორტი განხორციელდა.
2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები და მათი წილი მთლიან იმპორტში შემდეგია:
- აშშ - 478,2 მლნ აშშ დოლარი - (17.5%-იანი წილით)
- რუსეთი - 344,2 მლნ აშშ დოლარი (12.6%-იანი წილით)
- თურქეთი - 337,9 მლნ აშშ დოლარი (12.4%-იანი წილით)
- გაერთიანებული სამეფო - 277,1 მლნ აშშ დოლარი 10.1%-იანი წილით)
- ჩინეთი - 241,5 მლნ აშშ დოლარი (8.8%-იანი წილით)
- გერმანია - 120,7 მლნ აშშ დოლარი - (4.4%-იანი წილით)
- აზერბაიჯანი - 115,4 მლნ აშშ დოლარი - (4.2%-იანი წილით)
- იაპონია - 50,6 მლნ აშშ დოლარი (1.9%-იანი წილით)
- იტალია - 49 მლნ აშშ დოლარი - (1.8%-იანი წილით)
- ბულგარეთი - 46,4 მლნ აშშ დოლარი (1.7%-იანი წილით)
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის ათეულში არც გაერთიანებული სამეფო არ იყო. ამ ქვეყნიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაც ნახატების და ქანდაკებების იმპორტის ზრდას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წელს, ბრიტანეთიდან 252,7 მლნ აშშ დოლარის ნახატები, ხოლო 2 მლნ აშშ დოლარის ქანდაკებები შემოვიდა.